Vacancies

Work with us

Currently, there are no vacancies.

Currently, there are no vacancies.

ვეძებთ UI/UX ვებ-დიზინერს, რომელიც მზად იქნება შეეჭიდოს საინტერესო და რთულ საერთაშორისო პროექტს. სასურველია, გამოგვეხმაუროს არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე ვებ-დიზაინერი, რომელსაც არაერთი დიზაინი აქვს შექმნილი Adobe Photoshop/Illustrator/XD – ის მეშვეობით. ჩვენი მხრიდან ვთავაზობთ მაქსიმალურად გუნდურ და კომფორტულ სამუშაო გარემოს, მაღალ და მზარდ ანაზღაურებას.

აუცილებელი მოთხოვნები:

** Adobe Photoshop, Illustrator გრაფიკული პროგრამების საფუძვლიანი ცოდნა;
** Front-end დეველოპერთან გუნდში მუშაობის საფუძვლიანი გამოცდილება;
** ვებ-ინტერფეისების შემუშავების და მათი სტრუქტურიზირების გამოცდილება;
** პირველად ვერსიებთან მუშაობის გამოცდილება (wireframes);
** კომპონენტების საერთო სტილების შექმნის გამოცდილება;

არააუცილებელი მოთხოვნები:

** შექმნილი Style guide-ების შემდგომში დეველოპმენტის პროცესებისთვის სწორად წარმართვა;
** პროტოტიპების შექმნის გამოცდილება შესაბამისი ხელსაწყოების გამოყენებით (InVision ან marvelapp);
** Corel Draw, XD, Sketch – ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** ორგანიზებულობა;
** კრეატიული აზროვნების უნარი;
** ყურადღებიანი და დეტალებზე კონცენტრირებული;
** ხარისხსა და შედეგზე ორიენტირებული;

სამუშაო ადგილი: არსებული სიტუაციიდან გამომდინარე (კორონავირუსის კრიზისის ბოლომდე) შერჩეული კანდიდატი დროებით იმუშავებს დისტანციურად, მოგვიანებით კი ნაწილობრივ ან მთლიანად ოფისიდან, საჭიროების მიხედვით.

ოფისი მდებარეობს მეტრო დელისიდან 300 მეტრში;
სამუშაო გრაფიკი და რეჟიმი: სრული ან არასრული (კვირაში მინიმუმ 20 სთ),

გთხოვთ გამოგზავნოთ CV და პორტფოლიო შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@itms.ge და გთხოვთ საბჯექტში მიუთითოთ: “UI/UX დიზაინერი სრული ან არასრული გრაფიკით”.

გთხოვთ მეილში დააკონკრეტოთ თქვენთვის სასურველი ანაზღაურება, სამუშაო გრაფიკი და რეჟიმი, ასევე შესრულებული პროექტების სია.

საშუალოზე რთული საერთაშორისო პროექტისთვის ვეძებთ მონდომებულ, ნიჭიერ და საკმაოდ გამოცდილ PHP დეველოპერს, რომელიც მზადაა შეეჭიდოს საინტერესო ამოცანებს და ამავდროულად აქვს რეალურ ვებ-პროექტებზე მუშაობის გამოცდილება. ჩვენი მხრიდან ვთავაზობთ მაქსიმალურად გუნდურ და კომფორტულ სამუშაო გარემოს, ძალიან საინტერესო და კომპლექსურ დავალებებს, მაღალ და მზარდ ანაზღაურებას, ასევე ტექნიკური კვალიფიკაციის მუდმივ ზრდას.